შენი პირადი სივრცე

კონფიდენციალურობის
პოლიტიკა

როგორ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვიყენებთ მონაცემებს Lovia-ზე.

ბოლო განახლება: 29 ივლისი, 2026საიტის წესები

1. პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ საიტზე რეგისტრაციისა და მომსახურების მისაღებად საჭირო პირად მონაცემებს, მათ შორის სახელსა და ტელეფონის ნომერს. ეს მონაცემები გამოიყენება საიტის მუშაობისთვის, მათ შორის მომხმარებლის რეგისტრაციის, შინაარსის ატვირთვისა და უკუკავშირისთვის.

2. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია უფლებამოსილი პირებით და იმ ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებით, რომლებიც აუცილებელია პლატფორმის მუშაობისთვის. მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მომსახურების მიწოდების, უსაფრთხოების დაცვის ან კანონიერი მოთხოვნის შესრულების ფარგლებში. საჯაროდ გამოქვეყნებული პროფილის ინფორმაციის გარდა, პირადი მონაცემები საჯაროდ არ ქვეყნდება, თუ თავად არ ჩართავთ შესაბამის ფუნქციას ან არ გააზიარებთ ინფორმაციას.

3. მონაცემთა შევსება, გამოკლება და წაშლა

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება ან წაშლა. თქვენ შეგიძლიათ წვდომა მიაღწიოთ ყველა პირად მონაცემს, რომელიც ჩვენ შევკრიბეთ თქვენი ანგარიშის საფუძველზე. მონაცემების წაშლა შესაძლებელია, თუ ისინი აღარ არის საჭირო პლატფორმის ფუნქციონირებისათვის ან თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათ შენახვას.

4. ლოკაციის მონაცემები და Nearby

Nearby ნებაყოფლობითი ფუნქციაა. ლოკაციას მხოლოდ თქვენი მოქმედების, ბრაუზერის ნებართვისა და გაზიარების ჩართვის შემდეგ ვიღებთ. რუკის, სხვა წევრების სიისა და რაოდენობის სანახავად საჭიროა საკუთარი ლოკაციის გაზიარება. თუ გაზიარება გამორთულია ან თქვენი ლოკაცია ბოლო 24 საათში არ განახლებულა, რუკა არ ჩაიტვირთება და სხვა წევრების ლოკაციები არ გამოჩნდება.

რა მონაცემები ინახება

  • აქტიური ლოკაცია: ბრაუზერის მიერ მოწოდებული კოორდინატები, სიზუსტის მაჩვენებელი, თანხმობისა და ბოლო განახლების დრო. სერვერზე ინახება ლოკაციის განახლებების ისტორიაც. ზუსტი კოორდინატები Nearby-ის სხვა წევრებს არ გადაეცემათ.
  • Nearby პარამეტრები: საჯარო ცდომილება, გაზიარების მდგომარეობა და დროებითი სტატუსი ინახება თქვენს ანგარიშთან.

რას ხედავენ სხვა მომხმარებლები

სხვა მომხმარებლებს თქვენი ზუსტი კოორდინატები არ გადაეცემათ. საჯარო მარკერი რეალური მდებარეობიდან სისტემის მიერ განსაზღვრული მიმართულებით, თქვენ მიერ არჩეული მანძილით არის გადაწეული: 500 მეტრი, 1, 3 ან 5 კილომეტრი. მინიმალური მანძილია 500 მეტრი, საწყისი არჩევანი კი 1 კილომეტრი. საკუთარ რუკაზე ხედავთ თქვენს რეალურ მდებარეობასა და სხვებისთვის ნაჩვენები მარკერის წინასწარ ხედს.

თქვენს საჯარო მარკერს ხედავენ ავტორიზებული წევრები, რომლებსაც საკუთარი ლოკაციის გაზიარება ჩართული აქვთ და ლოკაცია ბოლო 24 საათში განაახლეს. თუ ერთმა ანგარიშმა მეორე დაბლოკა, Nearby-ში ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ. დროებითი სტატუსი (მაგალითად, „საუბარი მინდა“) 30 წუთის შემდეგ ქრება.

ხილვადობის დრო და გაზიარების შეწყვეტა

თქვენი მარკერი ჩანს ლოკაციის ბოლო განახლებიდან 24 საათის განმავლობაში; ყოველი ახალი განახლება ამ ვადას თავიდან ითვლის. გაზიარების შეწყვეტისას აქტიური ლოკაცია იშლება, რუკა ითიშება და სხვების ლოკაციებიც აღარ ჩანს. გვერდის განახლება გაზიარებას თავისით არ ჩართავს - ამისთვის თავად უნდა დააჭიროთ გაზიარების ღილაკს. გაზიარების შეწყვეტა ადრე შენახული განახლებების ისტორიის წაშლას არ ნიშნავს.

რუკის მომწოდებელი

რუკის გამოსახვისთვის გამოიყენება Google Maps. რუკის ჩატვირთვისას თქვენს ბრაუზერსა და Google-ს შორის შეიძლება გადაიცეს ტექნიკური მონაცემები, მათ შორის IP მისამართი და მოწყობილობის/ბრაუზერის ინფორმაცია, Google-ის კონფიდენციალურობის პირობების შესაბამისად.

5. Cookies ფაილები და თრექინგის პოლიტიკა

რეგისტრაციისას, საიტით სარგებლობისას ან გამოკითხვაში მონაწილეობისას მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს მომსახურების მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. Cookie ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენება ავტორიზაციის, პარამეტრების დამახსოვრების, უსაფრთხოების, ტრაფიკის ანალიზისა და საიტის ადმინისტრირებისთვის. მათი გამოყენებისას პატივს ვცემთ პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავებისა და დაცვის მოთხოვნებს.

9. თრექინგი

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ტენდენციების ანალიზისა და ვებ-გვერდების, პროდუქტისა და მომსახურების ადმინისტრირების მიზნით. ამ პროცესში არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენს ონლაინ საქმიანობაზე და მესამე მხარის ვებგვერდებზე. თუმცა, ჩვენი ვებგვერდზე რეკლამების განთავსება ხდება მესამე მხარის მიერ, რომელიც შეიძლება გამოიყენოს "cookie" ფაილები ან ანალოგიური ტექნოლოგიები.

გაქვს კითხვა მონაცემების შესახებ?

მოგვწერე პირდაპირ მხარდაჭერის ჩატში - გიპასუხებთ იქვე.

მხარდაჭერასთან დაკავშირება